-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე თურქოლოგი
ცალქალამანიძე აიგული ალექსის ასული (11.V.1941, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, ენათმეცნიერი, პირველი ქართვ. უზბეკოლოგი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი თურქ. ენისა და ლიტ-ის სპეციალობით (1966); ქ. ტაშკენტში გაიარა ასპირანტურის კურსი უზბეკური ენის სპეციალობით (1971-1973). ფილოლ. მეცნ. კანდ. (1973); ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1989); საქარ. მეცნ. აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1969-2006); თსუ-ის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა პროფესორის სამეცნ.-პედ. წოდება სპეციალობით-აღმოსავლური ენები (2001). ც. ა. თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: თურქ. ენის გრამატიკის შესავლის კურსი (2001-2003), ხოლო სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. უნ-ტში: თურქ. ენა, თურქ. ენის გრამატიკის შესავლის კურსი (1989-2002); ც. ა-ს კვლევის სფეროებია: თურქ. ენა (მორფოლოგია, სემანტიკა), უზბეკური ენა. ც. ა. არის საქართველოში უზბეკოლოგიის დარგის ფუძემდებელი. მისი მონოგრაფია „უზბეკური ენის ზმნების სემანტიკურ-სინტაქსური ჯგუფები“ (1987) დღემდე აქტუალურ ნაშრომად რჩება. იყო საქართვ. მთარგმნელობითი კოლეგიის წევრი (1980-1989), თარგმნა და გამოსცა უზბეკური ზღაპრები ქართულად, არის თურქულ ქართული ლექსიკონის ერთ-ერთი თანაავტორი (2001). ც. ა. 40-ზე მეტი სამეცნ.-კვლ. ნაშრომის ავტორია. მონაწილეობდა საკავშირო და რესპ. სამეცნ. კვლ. კონფერენციებში:
თხზ.: ცალქალამანიძე, ა. (1976). კაუზატიური ობიექტი ვნებითი გვარის ზმნებთან უზბეკურ ენაში (რუსულად): თეზისი, თბ., მეცნიერება, ალმა-ატა,გვ. 152-153; ცალქალამანიძე, ა. (1978). ემოციის გამომხატველი ზმნები თანამედროვე უზბეკურ ენაში (რუსულად). ბაქო, საბჭოთა თურქოლოგია, №2, გვ. 9-18; ცალქალამანიძე, ა. (თანაავტორი). (1979). გვარის აფიქსთა მნიშვნელობები და სემანტიკურ-ლექსიკური ჯგუფები უზბეკურ ენაში (რუსულად). ბაქო, საბჭოთა თურქოლოგია, №3, გვ.48-56; ცალქალამანიძე, ა. (1980). ემოციის გამომხატველი ზმნების სემანტიკური სისტემა: (უზბეკურისა და სხვა თურქული ენების მაგალითზე), თეზისი (რუსულად), ტაშკენტი, ფანი, გვ. 141-142. ცალქალამანიძე, ა. (1981). ზმნების ლექსიკურ სემანტიკური ჯგუფების კლასიფიკაციის პრინციპები: (თანამედროვე თურქულისა და უზბეკური სალიტერატურო ენების მასალების მიხედვით). საქ. მეცნ. აკადემიის მაცნე, ტ.104, N1, გვ. 233-235; ცალქალამანიძე, ა. (1981). ფართო შინაარსობრივი გაგების ზმნური ფუძეების შესახებ: (თურქული და უზბეკური ენების მასალების მიხედვით) საქარ-ს მეცნ. აკადემიის მაცნე, ტ.104, N1, გვ. 505-507; ცალქალამანიძე, ა. (1982). კონფიგურაციული და რელაციური ვალენტობების შესახებ ადგილისა და მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნებთან თურქულისა და უზბეკური ენების მასალების მიხედვით. საქარ-ს მეცნ, აკადემიის მაცნე, ტ.108, N3, გვ. 656-659.